შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცახადა, რომ აღნიშნულ საქმეზე ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროება მოხდება, როცა გამოძიების შუალედური შედეგები გამოქვეყნდება.
ხუციშვილის განცხადებით, შუალედური შედეგები მას შემდეგ გამოქვეყნდება, როცა ქართველი გამომძიებლები აფგან მუხთარლის დაკითხავენ.
„ჩვენ მივმართეთ აზერბაიჯანის შესაბამის საგამოძიებო უწყებებს და ველოდებით, რომ ჩვენმა გამომძიებლებმა დაკითხონ მუხთარლი. ვიდრე არ იქნება გამოძიების შედეგები, ვიდრე არ იქნება ჩვენება და არ შეჯერდება საერთო სურათი, მანამდე შუალედურ შედეგებს ვერ გამოვაქვეყნებთ. ჩვენ ვიხილეთ მუხთარლის განცხადებები ცალკეულ საკითხებზე, ამიტომ სრული სურათისთვის საჭიროა გვქონდეს დეტალური ჩვენება. ვიდეოკამერები არის საქმის ერთი კომპონენტი, ჩანაწერების გარდა დაკითხულია ასეულობით მოწმე", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.