20 ივნისს, მთაწმინდის პარკში, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას" მიერ ორგანიზებული წლის სიმღერის კონკურსი „ოქროს ტალღა" გაიმართა.
კონკურსს უკვე აქვს ოთხწლიანი ისტორია და ყავს თავისი გამარჯვებულები.
წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში „ბრავო რექორდსში"-ში ჩაწერილი სიმღერებით არაერთი მომღერალი დაჯილდოვდა, სხვადასხვა ნომინაციაში :
წლის სიმღერა: სტეფანე - „დამიბრუნდი" (კომპოზიტორი: ავთო ბადუაშვილი / ტექსტი: სტეფანე მღებრიშვილი);
წლის საუკეთესო მომღერალი ქალი: სოფო ნიჟარაძე - „მაპატიე" (კომპოზიტორი: რუსა მორჩილაძე / ტექსტი: ირინა სანიკიძე და დავით დოიაშვილი);
წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი: ნოდიკო ტატიშვილი - „ფერადი დღე" (კომპოზიტორი: მაიკო კაჭკაჭიშვილი / ტექსტი: მანანა გურგენიძე);
წლის რიმეიქი: New One - Artificial love (კომპოზიტორი და ტექსტი: სერგი გვარჯალაძე, ბაკუნა ნოზაძე/ Genetic Code);
რადიო „ფორტუნას" რჩეული: სტეფანე - „დამიბრუნდი"(კომპოზიტორი: ავთო ბადუაშვილი / ტექსტი: სტეფანე მღებრიშვილი);
„ავტორადიოს" რჩეული: New One - Artificial Love (კომპოზიტორი და ტექსტი: სერგი გვარჯალაძე, ბაკუნა ნოზაძე/ Genetic Code)