„თუ შოთა პაკელიანი დაზარალებულად არ არის ცნობილი ამ დრომდე, იგეგმება მისი ცნობა დაზარალებულად", - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ შოთა პაკელიანის თემაზე დასმული კითხვის საპასუოდ განაცხადა.
შოთა პაკელიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე „თეთრი ხმაურის მოძრაობა" და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" პროკურატურას დღეს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.
შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს დააკავეს. ის სამართალდამცავებს ნარკოტიკის ჩადებაში, ასევე, წამებასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაში ადანაშაულებს.