კიევში, სოლომენსკის რაიონში ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ავტომობილის მძღოლი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
საქმეზე გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო. დაღუპული 1978 წელს დაბადებული პირია და ის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო განყოფილების სპეცრაზმს ხელმძღვანელობდა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.