ჟურნალისტი რამილია ალიევა სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს სადაც ცხადად არის ასახული სხვადასხვა რელიგიების ჭეშმარიტი არსი, რაც მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულია...
„როცა გარდავიცვლები მართმალდიდებულ სასაფლაოზე დამასაფლავე" - დედაჩემმა მთხოვა... მამაჩემი მუსლიმანურ სასაფლაოზე უნდა დავასაფლაო...
როგორ არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, წერა... მგონია ჩემი ყველაზე პირადი თემა გამომაქვს საჯაროდ გამოფენაზე... ისე ადვილია ილაპარაკო ტოლერანტობაზე, როცა არ გესმის მისი არსი... ადვილია იყო სახეზე ტოლერანტი... ჩვენ ხომ ერთი უფალი გვყავს... რატომ ვაშენებთ ადამიანები ერთმანეთს კედლებს, ღობეებს იმისთვის, რომ არ შეგვიყვარდეს ერთმანეთი... შენი და ჩემი უფალიც სინამდვილეში ადამიანის სიყვარულს გასწავლის... იასნის კითხვა ვისწავლე ჩემი ძმის საფლავზე ვკითხულობ, ეს სურაა მიცვალებულებისთვის ყურანიდან... ბებიაჩემი გარდაიცვალა და რომ გავიზარდე მიცვალებულების ლოცვა ვისწავლე ბიბლიიდან, საკმევლის დანთებაც - მის საფლავს ჩემს გარდა მოუვლელი არ ყავს...
ბავშობაში ჩემი კლასელი აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის ვიყავი გოგო რომელსაც დედა ქრისტიანი ყავს და ეკლესიაში დადის, უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტებისთვის გოგო რომელსაც მამა მუსლიმი ყავს... მე კი სიყვარულს ვსწავლობდი უბრალოდ... იმიტომ, რომ მამაც და დედაც მიყვარს... მერე რა რომ მე მათი აკრძალული სიყვარულის შვილი ვიყავი... რატომ არ გვესმის ერთმანეთის, რა მნიშვნელობა აქვს მე რა რელიგია მაქვს, როგორი გვარი მაქვს... ერთმანეთთან დაპირისპირების მაგივრად ხომ შეიძლება კაცობრიობისთვის რამე გავაკეთოთ. მაგალითად ონკანი დავკეტოთ აბაზანაში... მე დედაჩემს მართმადიდებლურ სასაფლაოზე, მართმადიდებლური წესებით დავკრძალავ, მამას კი მუსლიმურ სასაფლაოზე.
ეს მათი სურვილია, ეს მათი უფლებაა!!! ახლა სახლში კარგი წითელი ღვინო, რომ მქონოდა დავლევდი... არ მაქვს... ძილის წამალს დავლევ და დავიძინებ. ხვალ კი დილა გათენდება. ყველა ბნელი ღამის მერე აუცილებლად ნათელი დილა თენდება..."