არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული და დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შევიდნენ.
მსჯავრდებულ დეკანოზთან მანამდე ადვოკატები იმყოფებოდნენ.
დეკანოზთან შეხვედრის წინ მამა კახაბერმა განაცხადა, რომ საპატიმროში პატრიარქის კურთხევით იმყოფებიან და დეკანოზს მოუსმენენ.
„თვითონ რაზე აპირებს საუბარს არ ვიცით. პატრიარქმა გვაკურთხა, რომ ჩვენ შევსულიყავით", - განაცხადა მამა კახაბერმა.