logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: თუ ქორწინების თემაზე რეფერენდუმის ჩატარების საჭიროება დადგება, პარლამენტი უნდა გაერთიანდეს!
- +

7 აპრილი. 2016. 21:33



საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის კონსტიტუციაში დაფიქსირების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების პერსპექტივას არ გამორიცხავს.


ამასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ვოლსკიმ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში გაამახვილა ყურადღება.


"თუკი პარლამენტში 80 დეპუტატის აზრი გაზიარებული არ იქნება იმის შესახებ, რომ აღნიშნული თემა ტექნიკურ და ფორმალურ საკითხს არ წარმოადგენს, რომ ეს საკითხი რეალურად ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება, გარდა იმისა, რომ ჩვენს ტრადიციას და საუკეთესო მემკვიდრეობას პასუხობს... ჩვენ სწორედ ეროვნულ უსაფრთხოების თემაზე საპასუხოდ გადავწვიტეთ, რომ საკითხი ხელისუფლებამ აიღოს ხელში და მისი იურიდიული ნაწილი შესაბამისობაში მოიყვანოს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებაში, წინასაარჩევნო პერიოდში ამ თემის გარშემო ინტერპრეტაციები, დაპირისპირებები და სპეკულაციები არ მოხდეს. თუკი რეფერენდუმის ჩატარება საჭირო იქნება, ვფიქრობ, პარლამენტმა ამასთან დაკავშირებით საკუთარი ძალიხმევა უნდა გააერთიანოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ და აქვე დასძინა, რომ რეფერენდუმის ჩატარების საჭიროების დადგომას არ გამორიცხავს.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner