logo_geo
eng_logo
მეგი გოცირიძე გიგი უგულავს: უვარგისი მეგობარი, ქმარი და გაფუჭებული პოლიტიკოსი ხარ!
- +

27 ივნისი. 2017. 20:40



„ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მეგი გოცირიძე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავს განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ზაალ უდუმაშვილს თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს. გოცირიძე უგულავას სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს.


„უგულავა, ასეთი რა გადაგიხადეს, რომ ამ დონეზე გაბანძებულხარ, ზალიკოს როგორ ახსენებ შე უმადურო, შენზე ათობით გადაცემა რომ არ გაეკეთებინა, ნეტა ვინ გაიგებდა საერთოდ შენს არსებობას უცხოეთში?!

 

ნამდვილად კარგი მერი იყავი, მაგრამ ძალიან უვარგისი მეგობარი, უვარგისი ქმარი და ციხეში გაფუჭებული პოლიტიკოსი ხარ!

 

ზალიკოს ებრძვი შე არაკაცო?!

 

დამთავრებული ხარ როგორც კაცი, როგორც მეგობარი, როგორც პოლიტიკოსი, მართლაც ფuf შენი, ნეტავ საერთოდ არ მცნობოდი და არ მემეგობრა შენთან, მენანება ის დრო, რომელიც შენს სასამართლოებზე გავატარე და ის ნერვიულობა, რაც შენს გამო ვინერვიულე!" - წერს გოცირიძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner