ბესო ჩუბინიძე 9 აპრილს, ჯგუფი „მაგზავრების" დაგეგმილ კონცერტს სანკტ- პეტერბურგში მიესალემბა და მათ განცხადებით მიმართავს:
„9 აპრილს ჯგ. "მგზავრები" რუსეთში სანქტ-პეტერბურგში რუსი მსმენელისთვის კონცერტს გამართავს!!! ჯიგრები ხართ! ყოჩაღ! ააფრიალეთ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს რუსეთში ქართული დროშა! შეახსენეთ მტერი მთავრობის მოსახლეობას მათი უახლესი წარსულის ამბავი! დააყენეთ ფეხზე ათასობით რუსი და ტაში აკვრევინეთ ქართულ სიმღერაზე! წუთიერი დუმილის პატივის უფლება მიეცით - 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ქართველებისთის პეტერბურგელ რუსებს! აფრიალეთ ქართული დროშები სცენაზე ძმებო!!!! - თქვენ ხართ გ მ ი რ ე ბი! მითუმეტეს იმ ფონზე, როცა საქართველოს(!) მთავრობა და კულტურის (!) სამინისტრო საქართველოს(!) დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს - რობი უილიამსს მიალოცინებს!!!
ბიუჯეტიდან გამოყოფილ 29,000,000 ლარს არაქართული (!) მუსიკის პროპაგანდაში სამარცხვინოდ დახარჯავს და ქართულ (!) ესტრადას კიდევ ერთხელ ჩააფურთხებს პირში!!!!! არ მაინტერესებს არც რობი უილიამსი! არც ეროს რამაზოტი და არც სხვები! (განსაკუთრებით ლეგენდ-ჯაზის და კამერ-მუსიკის "სტარები") მხოლოდ იმიტომ, რომ - პრიორიტეტი საქართველოში ქ ა რ თ უ ლ ი კი არა - უცხოურია!!! - ჰოდა თქვენც გაგიმარჯოთ "მგზავრებო" თქვენი გმირული საქციელით და ყველა დანარჩენსაც ვინც რუსეთში (!), ინგლისში, იტალიაში, საბერძნეთში, ისრაელში მღერით... ააფრიალეთ ქართული დროშები მტრის ბანაკში, რადგან საქართველოს კულტურული დესანტი ხართ თქვენ იქ... და სამარცხვინოდ დახარჯული 29,000,000 ლარი საქართველოში არაქართულ (!) საქმეზე.... არამად დარჩება! აგერ მე და აგერ თქვენ... ეს, მორიგი გამიზნული (!) დარტყმაა ქართულ მუსიკალურ- საესტარდო ხელოვნებაზე!" - საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდის სახელით ბესო ჩუბინიძე.