logo_geo
eng_logo
გიგი უგულავა: უდუმაშვილის კანდიდატურა „რუსთავი 2“-ს ჩრდილს მიაყენებს!
- +

27 ივნისი. 2017. 21:24


 

„ზალიკოს პოლიტიკოსად არ ვიცნობთ",- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა და თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ „tvპირველის" ეთერში განაცხადა.  უგულავას  განცხადებით, მერის არჩევნებზე ზაალ უდუმაშვილის მონაწილეობა, „რუსთავი 2"-ს ჩრდილს მიაყენებს და ჟურნალისტებს ცდუნების წინაშე დააყენებს.


„მის წინააღმდეგ არაფერს არ ვიტყვი, ახლო ადამიანია, ბოლო-ბოლო. ზალიკოს პოლიტიკოსად არ ვიცნობთ. მხოლოდ ორი გამოსვლა გვაქვს მოსმენილი, ამიტომ, ზალიკოზე, როგორც პოლიტიკოსზე ვერ ვილაპარაკებ.

 

ეს გადაწყვეტილება ჩრდილს მიაყენებს კომპანიას და ჟურნალისტებს ცდუნების წინაშე დააყენებს. მე ვფიქრობ, რომ „რუსთავი 2" გადაიტანს ამ ცდუნებას... ზალიკო იქნება არა „რუსთავი 2"-ის არამედ, ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი", - განაცხადა უგულავამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner