logo_geo
eng_logo
თეა პერტაია: თითქმის ყველა მძღოლს შსს-გან მიუვა შეტყობინება...
- +

27 ივნისი. 2017. 22:09


 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:

 

„დღეს საღამომდე თითქმის ყველა მძღოლს შსს-გან მიუვა შეტყობინება ქულათა სისტემის ამოქმედების შესახებ.

 

რატომ ლათინური ასოებით? სამწუხაროდ, ყველა ტელეფონი ქართულ შრიფტს ვერ კითხულობს. ამდენად, გადაწყდა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უპირატესია და შესაბამისად, მოცემული გარემოების გათვალისწინებით, ასეთი ფორმა - გამართლებული.

 

იმ შემთხვევაში თუ მართვის მოწმობის მქონე პირებს სატელეფონო გზავნილი არ მიუვიდათ, ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს იმას, რომ შსს-ს ბაზაში მობილური ტელეფონის ნომერი მათ მიერ არასწორადაა მითითებული. სამომავლო ჯანსაღი და წარმატებული კომუნიკაციის მიზნით, თქვენივე კომფორტისთვის, სასურველია, რომ ეს ხარვეზი გამოასწოროთ. მიმართეთ მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებს ან ავტორიზაცია გაიარეთ შემდეგ მისამართზე:

https://www.sa.gov.ge/  www.Police.ge - წერს პერტაია. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner