logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: შენ მხარს არასოდეს დაგიჭერ, თბილისს ასეთ შეურაცხყოფას არ მივაყენებ!
- +

27 ივნისი. 2017. 22:24



საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს მიმართავს:

 

„აი, დაცინვა და მასხრად აგდება ამას ჰქვია!!!...

 

ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდათ, ჩემო თბილისელებო!!!

 

ჩვენი კანდიდატი, ეს ტაკიმასხარა, მიშას „შნირი", 7 ნოემბრის და 26 მაისის „გამპრავებელი", 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის მორალური და იდეოლოგიური მხარდამჭერი, „რუსთავი 2"-ის ფინანსური და კრიმინალური მაქინაციების თანამონაწილე ზალიკო უ-დუმაშვილი ყოფილა!

 

და რომელი გაბრაზებული თბილისელის არჩევანი შეიძლება გახდეს იგი???...

 

იმ თბილისელის, 9 წელი ტყუილში რომ აცხოვრა???

 

იმ სოლოლაკელის, რომელსაც სისხლიანი 26 მაისი გაუთენდა?

 

იმ გლდანელის, ციხიდან გაუპატიურებული ბიჭების განწირული ბღავილი რომ ესმოდა?

 

იმ ორთაჭალელის, სადგურზე ჩაცხრილული ბიჭების სულის ამოხდომის ხმა რომ გაიგო?

 

იმ ვაკელის, მათ თვალწინ გაზრდილი ბუტა ჯერ რომ მოუკლეს და მერე კრიმინალად შეურაცხეს?

 

იმ ბიჭების , იმ მშობლების, იმ გაკოტრებული ბიზნესმენების, იმ ნაწამები პატიმრების, იმ დაჭერილი სპორტსმენების, იმ უმუშევარი პროფესორ- მასწავლებლების, იმ ჩარეცხილი ინტელიგენციის...

 

ან იქნებ „ქართულ ოცნებაზე" გაბრაზებული თბილისელების იმედი აქვს???

 

იმ გაბრაზებულების, ვისაც მათი ცემის და ქვეყნიდან გაყრის საშუალება არ მოგვცეს! ვისაც კოჰაბიტაცია „შემოგვტენეს", ვისაც სამართალი არ აღგვადგენინეს!

...ალბათ... ალბათ...

 

მეც გაბრაზებული ვარ!!! ძალიან გაბრაზებული!!!

 

მაგრამ შენ მხარს არასოდეს დაგიჭერ!!!

 

ჩემს თავს ასეთ შეურაცხყოფას არ მივაყენებ!!!!

 

არც თბილისს!!!..." - წერს ხათუნა ხოფერია.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner