„ევროკავშირი დასრულებულია, დროა, NATO-ზე დაფუძნებულ ახალ ეკონომიკურ კავშირზე ვიფიქროთ", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ ქემერონმა ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას euronews.ge ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ტუსკმაც და განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება, მოლაპარაკებები კვირის ბოლომდე გაგრძლედება.
„ქემერონს ძალიან გაუჭირდება ბრიტანელების დარწმუნება, ივნისში მოსალოდნელ რეფერენდუმზე ევროკავშირში დარჩენას დაუჭირონ მხარი. იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთი არც ევროზონაშია, არც შენგენში და ყველაზე მეტად არის დაცული ევროკავშირის ნეგატიური ზეგავლენისგან, ბრიტანელების უდიდესი ნაწილი ინგლისში აღმოსავლეთევროპელთა მიგრირებას ეწინააღმდეგება", - აღნიშნულია სააგენტოს ვებ-გვერდზე.