logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოსვლა ქვეყანას მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს!
- +

7 აპრილი. 2016. 22:49


 

„დიდი მასშტაბის კულტურული ღონისძიებები პოზიტიურად აისახება ტურისტული ნაკადების გამსხვილებაზე. ჩვენს მიერ ჩატარებული საპილოტე პროექტის შემდეგ, მხოლოდ ბათუმში, 54 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი დაფიქსირდა."-  ამის შესახებ გადაცემა 2030-ში საქართველოს კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.


მინისტრის თქმით, ასეთი ღონისძიებების ბიუჯეტი საკმაოდ მაღალია და კომერციულად, პროექტს ვერც ერთი კომერციული ორგანიზაცია ვერ მიუდგებოდა.


ამიტომ, სახელმწიფოს დახმარება აუცილებელია. სარეზერვო ფონდიდან 29 მილიონის გამოყოფაა გათვალისწინებული. თუმცა, თანხა ჯერ გამოყოფილი არ არის და ჯერჯერობით, 15 მილიონი ლარის ფარგლებში ვოპერირებთ. აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან, რომ სასპონსორო პაკეტების გაყიდვის შედეგად, ბიუჯეტზე ნაკლები დაწოლა მოხდეს",-განმარტა მიხეილ გიორგაძემ.


ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაშლა და მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოსვლა, ქვეყანას კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.


დახარჯული თანხა კონკრეტულ შედეგებს მოიტანს და დარწმუნებული ვარ, პროექტის დასრულების შემდეგ დადებული შედეგები ძალიან შთამბეჭდავი იქნება.

 

მრავალფეროვნების თვალსაზრისით, ეს პროექტი უპრეცედენტოა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ღონისძიებები აპრილში იწყება და წლის ბოლომდე გასტანს. საქართველოში ჩამოვლენ მსოფლიო ვარსკვლავები. ასევე, აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლებიც. ჩატარდება 35 ფესტივალი. ბათუმში ყველას უფასოდ ვთავაზობთ საკონცერტო მოედანს, რომელიც ისეთი ტექნიკით იქნება აღჭურვილი, როგორითაც მსოფლიო ვარსკვლავები გამოდიან. ეს ნაკლებად ცნობილი შემსრულებლებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ფართო საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნონ",-აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.


მისივე განცხადებით, საქართველოში ჩამოსულ მსოფლიო ვარსკვლავებს უნდა დახვდეთ გარკვეული ისტორია და გამოცდილება, როგორც ქვეყნის, ისე ორგანიზატორების.


კონცერტების ჩატარების შემდეგ, არც ერთ სააგენტოს და სამენეჯმენტო კომპანიას კითხვის ნიშანი აღარ გაუჩნდება, თუ რამდენად მზადაა ქვეყანა მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსის თვალსაზრისით",-განაცხადა გიორგაძემ 2030-ში.


მინისტრის ინფორმაციით, ბილეთების ფასი სიმბოლურია.


ბილეთების უმეტესობა 20-30 ლარი ეღირება. დიდ აქცენტს ვაკეთებთ უცხოელ ტურისტებზე. მათთვის უფასო კონცერტი ქაოტურ გარემოსთან ასოცირდება და ურჩევნიათ, ბილეთი შეიძინონ, რომ შესაბამის საკონცერტო გარემოში მოხვდნენ. ღონისძიებებზე ბილეთის შეძენის კულტურა ნელ-ნელა ჩვენც უნდა ვისწავლოთ. მითუმეტეს, რომ ფასი სიმბოლურია. ბილეთების შეძენის უნარ-ჩვევების გამომუშავება ადგილობრივ პროდიუსერებსაც დიდ პერსპექტივას შეუქმნის, რომ მომავალი ღონისძიებები დაგეგმონ",-  აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner