logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: უდუმაშვილის „კურთხევის“ რეპორტაჟით გაოგნებული ვარ...
- +

27 ივნისი. 2017. 23:12



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლა ვნახე უდუმაშვილის „კურთხევის" რეპორტაჟი მეტეხიდან. გაოგნებული ვარ - რა პლასტიკა, რა მიხვრა-მოხვრა, მეგი გოცირიძის დახვეწილი მანერა, დეფი გოგიბედაშვილის ჯენტლმენური გამოხედვა და დემოკრატიული „ზონტიკი".

 

შარზე შემდგარიც კი ვერაფერს იტყვი - უნაკლო საზოგადოება, მარინა ბერიძის თფილისური არისტოკრატიზმი, რუსუდან სებისკვერაძის მუსიკალური გრაციოზულობა, ლექს-სენის განუმეორებელი ხიბლი და რაც მთავარია, თავად ზაალის, იგივე ზალიკოს, იგივე ზალას, იგივე ალას და ბალას დარტანიანისებრი სიმკვირცხლე, მისი მოქნეული სიტყვა, როგორც ლახვარი მტრის მისამართით... გამოხედვა, როგორც არწივი და თავის გაქნევა, როგორც მათრახი!

 

ნუ, ეს უნდა გენახათ, ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ, თვით რუსთველიც კი დაიბნეოდა და ვერაფერს დაწერდა. ავოიე!" - წერს ზედელაშვილი. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner