logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: „ოცნების“ მოწინააღმდეგე „ძალებს" თუ გადავხედავთ...
- +

27 ივნისი. 2017. 23:53


ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„2000 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე პარტიის ხელმძღვანელობიდან გადადგა და არჩევნებში არ ჩაერია. მაშინ მმართველმა ძალამ თბილისის საკრებულოში ვერცერთი დეპუტატი ვერ გაიყვანა, რეგიონებში კი მმართველი ძალის ინერციამ იმუშავა, მაგრამ საბოლოო ჯამში 18%-იდან, 2%-მდე დაცემა იყო შედეგი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში აქტიურად ჩართვას არ აპირებს, „ოცნებას" მოქკავშირის საშიშროება არ ემუქრება. არ ემუქრება თუნდაც იმ მიზეზების გამო, რომ:

 

1. მაშინ შევარდნაძე იყო უმაღლესი სამოქალაქო ხელისუფალი და მისი გადაწყვეტილება და მესიჯი, საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან, აბსოლუტურად სწორად იქნა გაგებული. ივანიშვილი კი დღეს არააქტიური პოლიტიკური ლიდერია, რომელიც მხოლოდ პროცესების ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩავარდნის დროს თუ ჩაერევა. „ოცნების" მოწინააღმდეგე „ძალებს" თუ გადავხედავთ, ზედმეტი მოძრაობა საჭირო ნამდვილად არ არის. ეს იგივეა ბეღურების წინააღმდეგ ზარბაზანი გამოიყენო. თანაც მაშინ შევარდნაძეს აბსოლუტურად სხვა გათვლები ჰქონდა, რაც შემდგომ 2003 წლის მოქკავშირის საარჩევნო სიამ და განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა. ივანიშვილს კი ის, რაც შევარდნაძეს უნდოდა, დღეს ნამდვილად არ სჭირდება.

 

2. მოქალაქეთა კავშირისგან განსხვავებით, „ოცნება" არის გარკვეულწილად შეკრული გუნდი, სადაც ახალგაზრდული, დასავლური და ცივილური ფაქტორი საკმაოდ დიდ და წამყვან ძალას წარმოადგენს. 2000-იანი წლების დასაწყისისგან განსხვავებით, ოპოზიცია პროგრესული ძალის ნაცვლად, საშინლად რეტროგრადული და რევანშისტულია.

 

კიდევ არის სხვა მიზეზებიც, მაგრამ ახლა მეზარება", - წერს გაბრიჭიძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner