ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„კბილებს დავამტვრევ..." - საარჩევნო სუბიექტისგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე არასწორი ფრაზა, გარდა იმისა, რომ არაეთიკურია, პირდაპირ მიუნიშნებს. პოტენციურ დიქტატორსა და აგრესორზე.
დაფიქრდით საარჩევნო სუბიექტები, სანამ რამეს იტყვით", - წერს გამზარდია.
როგორც ალეკო ელისაშვილმა „tvპირველის" ეთერში განაცხადა, ყველა ვინც თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებას შეეცდება „კბილებს დაამტვრევს".