ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ძალიან ბევრი უნდა იფიქროთ მერობის კანდიდატებმა, სანამ თბილისი აგტკივდებათ ან მშობლების თბილისური საფლავით იპოზიციონერებთ. შეეშვით სიყალბეს და ილაპარაკეთ საქმეზე, რით გააუმჯობესებთ და ივარგებთ დღევანდელ მერზე მეტად. გეოგრაფიულ მიკუთვნებულობაზე აქცენტი კი ძალიან დიდი პროვინციელობაა.
P.S. ბებია-ბაბუას საფლავიც კი თბილისში მაქვს, საფლავი რომ მეტყველებდეს უნარების ნაცვლად", - წერს გამზარდია.