„არ მგონია, კახის მეორე ტური დასჭირდეს, ორი მთავარი მიზეზის - მისი პიროვნებისა და ავტორიტეტის გამო", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ „tvპირველის" ეთერში განაცხადა.
„არ მგონია, კახის მეორე ტური დასჭირდეს, ორი მთავარი მიზეზის - მისი პიროვნებისა და ავტორიტეტის გამო. ჩვენ ვხედავთ მრავალი წლების განმავლობაში, როგორ შექმნა კახიმ პოლიტიკური ამინდი. ჩვენ მან გვასახელა სპორტში და იგივე მოხდა პოლიტიკაშიც. ვფიქრობ, რომ კახიმ პირველივე ტურში უნდა გაიმარჯვოს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.