logo_geo
eng_logo
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რებრენდინგი განხორციელდა
- +

28 ივნისი. 2017. 10:26



შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, მინდია ლორთქიფანიძემ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალურ სამმართველოში უმასპინძლა და დეპარტამენტში განხორციელებული რებრენდინგის შედეგები გააცნო.


ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებებისა და მიმდინარე რეფორმირების ფარგლებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში თანამშრომელთა უნიფორმის, ტექნიკისა და აღჭურვილობების რებრენდინგი განხორციელდა. ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განახლებული უნიფორმებითა და ტექნიკით აღიჭურვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის როგორც თბილისის, ასევე რეგიონალური სამმართველოების პირადი შემადგენლობა, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვართან და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მართლწესრიგსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.


განხორციელებული რეფორმის შედეგად, საოკუპაციო ხაზთან განლაგებულ განსაკუთრებულ დავალებათა საპოლიციო ძალებს  მკვეთრად გამოხატული საპოლიციო ნიშნები გააჩნიათ.


შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ემსახურება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner