logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: ჩვენ ვართ პროქართული გუნდი!
- +

7 აპრილი. 2016. 23:57



ფრაქცია „მრეწველების" ლიდერის გოგი თოფაძის განცხადებით „მრეწველები" საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერს გადალახავენ და უფრო მეტიც.


გოგი თოფაძემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის შესახებ საუბარი აღარ ისურვა და განაცხადა, რომ თემა დახურულია.


„საგაზეთო ინტერვიუში განაცახდეთ რომ ხიდაშელი ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მინისტრია..."- მიმართა ჟურნალისტმა თოფაძეს კითხვით და განმარტებები მოსთხოვა, თუმცა „მრეწველების" ლიდერმა განაცხადა, რომ ეს იყო პროვოკაციული კითხვა და თემას აღარ განავრცობდა.


„რა პროვოკაციული განწყობა გაქვთ, მე არც ერთი კითხვის არ მეშინია. მე ჩემი აზრი გამოვთქვი, ამიტომ ამ თემაზე ჩემი განცხადებები დასრულდა.

ქალბატონ თინაზე, მე როგორც მინისტრზე ჩემი აზრი გამოვთქვი. ვარ პასუხისმგებელი და ვთქვი, რომ არ მომწონს. ამით დამთავრდა თემა."- განაცხადა გოგი თოფაძემ.


რაც შეეხება წინასაარჩევნო მზადებას, თოფაძემ აღნიშნა, რომ პარტია მზად არის მოსახლეობის ინტერესები გაითვალისწინოს და მათზე იზრუნოს.   


„არ გვეპარება ეჭვი, რომ ჩვენ გადავლახავთ ამ მინიმუმს და მეტსაც მივაღწევთ. იმიტომ, რომ ვიცით საზოგადოების განწყობა. იმასაც ვხედავთ, რომ ბევრი ჩვენი აზრი და პოზიცია მოსახლეობას ძალიან მოსწონს.

 

ხშირად გვაბრალებენ, რომ ხან პრორუსულები ვართ, ხან პროევროპელეი, ჩვენ ვართ პროქართული გუნდი. პოლიტიკაში მოსვლიდან 20 წელია ერთი და იგივე პოზიციაზე ვართ."- განაცხადა გოგი თოფაძემ.  


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner