logo_geo
eng_logo
მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
- +

28 ივნისი. 2017. 11:25



გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის პირველი დღის ბოლოს ორგანიზატორებმა შეცდომა დაუშვეს.


ევროპის ჩემპიონატზე 96კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. დაჯილდოვების შემდეგ ტრადიციულად გამარჯვებულის ჰიმნი გაჟღერდა, თუმცა ორგანიზატორებმა ნაცვლად საქართველოს ახალი ეროვნული ჰიმნისა „თავისუფლება", ძველი ჰიმნი „დიდება" ჩართეს. ვიდეომასალაში ისმის, რომ აღნიშნულმა ფაქტმა ქართველი გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია.


ცნობისთვოს, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს სახელით სამი მოჭიდავე ასპარეზობდა. ბოლქვაძის ბრინჯაოსა და კენჭაძის ვერცხლის შემდეგ ტურნირის პირველი დღე გივი მაჭარაშვილმა ოქროს მედლით დააგვირგვინა. აღსანიშნავია, რომ მაჭარაშვილმა ევროპის ჩემპიონობა მიმდინარე წელს მეორედ მოიპოვა. 29 მარტს ქართველმა ფალავანმა 23-წლამდე მოჭიდავეთა შორის ევროპირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner