ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ანზორ ჩუბინიძე ყოფილა ადამიანი: არ გაქცევია ჟურნალისტს, არ აურიდებია თავი პასუხებისთვის, კონკრეტული კითხვები კონკრეტული პასუხები, არც ბოღმა, არც ნიშნის მოგება არც სხვაზე გადაბრალება არც „იმას ურჩევნია 9 წელი, რასაც აკეთებდა იმაზე ილაპარაკოს", არც ცინიზმი, არც ხელის აკვრა, არც „გადი -გამატარე"... და რა ვიცი, კიდევ რამდენი უბედურება სჭირთ ვითომ და გამოცდილ მიკროფონს შებერებულ რესპონდენტებს", - წერს მანჯგალაძე.