logo_geo
eng_logo
მანანა მანჯგალაძე: ანზორ ჩუბინიძე ყოფილა ადამიანი... არც ცინიზმი, არც ხელის აკვრა...
- +

28 ივნისი. 2017. 11:56



ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ანზორ ჩუბინიძე ყოფილა ადამიანი: არ გაქცევია ჟურნალისტს, არ აურიდებია თავი პასუხებისთვის, კონკრეტული კითხვები კონკრეტული პასუხები, არც ბოღმა, არც ნიშნის მოგება არც სხვაზე გადაბრალება არც „იმას ურჩევნია 9 წელი, რასაც აკეთებდა იმაზე ილაპარაკოს", არც ცინიზმი, არც ხელის აკვრა, არც „გადი -გამატარე"... და რა ვიცი, კიდევ რამდენი უბედურება სჭირთ ვითომ და გამოცდილ მიკროფონს შებერებულ რესპონდენტებს", - წერს მანჯგალაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner