სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის მოქალაქეები გააფრთხილა, თავი შეიკავონ დონბასის ტერიტორიაზე და ყირიმის ნახევარკუნძულზე გამგზავრებისგან.
„სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ მგზავრობისგან ყირიმში, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.
ამ რეგიონების ტერიტორიებს ჯერ კიდევ სეპარატისტები აკონტროლებენ, რომლებსაც მხარს რუსეთი უჭერს და სადაც შეტაკებებს აქვთ ადგილი, რომლის შედეგად უკვე 9 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ტერიტორიებზე დანაღმული მონაკვეთებია.