logo_geo
eng_logo
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სოფლად სახლი 649 დევნილ ოჯახს შეუძინა
- +

28 ივნისი. 2017. 12:13



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ  სამეგრელოს  რეგიონში კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 649 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. 


დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ სამეგრელოს რეგიონში  დევნილი ოჯახებისთვის შეძენილი სახლები მოინახულეს.


სოზარ სუბარი სოფელ ნოჯიხევში აფხაზეთიდან დევნილ შონიების ოთხსულიან ოჯახს ესტუმრა, რომელსაც სამინისტრომ კერძო სახლი და ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეუსყიდა.  აფხაზეთის ომის მონაწილე მალხაზ შონია, სახლთან ერთად, თხილისა და დაფნის ბაღების მესაკუთრე გახდა,  რაც მისი ოჯახის შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცევა. 


„სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში,  დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.


2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 1500-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა.  „სოფლად სახლის"  პროექტი წარმატებით მუშაობს და უახლოეს მომავალში სამინისტრო სახლს კიდევ 1000-მდე დევნილი ოჯახისთვის შეიძენს. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner