logo_geo
eng_logo
პროკურატურა: იოსებ თოფურიძეზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
- +

28 ივნისი. 2017. 12:16



საქართველოს მთავარი პროკურატურა მსჯავრდებულ იოსებ თოფურიძეზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა შეწყდა.


როგორც პროკურატურაში განმარტავენ, არსებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე თქმით, იოსებ თოფურიძეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა 2012 წელს და ის კვლავ იძებნება წითელი ცირკულარით.

Description: http://www.timer.ge/wp-content/uploads/2017/06/ekMi4ks-pEeNez7TfvDn2w.jpg




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner