საქართველოს მთავარი პროკურატურა მსჯავრდებულ იოსებ თოფურიძეზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა შეწყდა.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, არსებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე თქმით, იოსებ თოფურიძეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა 2012 წელს და ის კვლავ იძებნება წითელი ცირკულარით.