logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ესაა მართალი ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებასთან ფარულ პოლიტიკას არ აწარმოებს!
- +

8 აპრილი. 2016. 00:29


 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით ხელისუფლებამ მისი დაპირებების 80 % შეასრულა, რადგან კოალიციას საზოგადოებისთვის ფუჭი დაპირებები არ მიუცია.


„ესაა მართალი ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებასთან ფარულ პოლიტიკას არ აწარმოებს. 2012 წელს დაპირებებს სახელმწიფოზე დაკვირვების ფონზე ვიძლეოდით, რადგან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან არანაირი წვდომა არ გვქონდა, მაგრამ პასუხისმგებლობას თითოეულ დაპირებაზე ვიღებთ. რეჟიმთან ბრძოლაში შესვლისა და მძიმე რეალობაში მუშაობის მიუხედავად, მაქსიმუმის გაკეთება შევძელით. დაპირებების 80 % უკვე შევასრულეთ, დარჩენილ 20 %-ს კი, არჩევნებამდე ამოვწურავთ.

ის პრაქტიკა, როცა ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა და სახელმწიფო მანქანა საკუთარი ხალხისა და პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ ორგანიზაციად იყო გადაქცეული, წარსულს ჩაბარდა. ოპონენტებს ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ და გამოგონილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე გვესაუბრებიან. ჩვენს მიერ ჩატარებულ არც ერთ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსი არ გამოგვიყენებია, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებითაც დასტურდება." - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა გადაცემაში 2030.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner