logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე: როდესაც იქნება სრული სურათი, გამოქვეყნდება შუალედური შედეგი
- +

28 ივნისი. 2017. 16:21



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სხვადასხვა დანიშნულებისა და ხასიათის რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. მისივე თქმით, გამოძიების დასრულებამდე შუალედური შედეგები არ დაიდება.

 

„მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული სხვადასხვა დანიშნულების, სხვადასხვა ხასიათის. გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად. თუ როდის იქნება ინფორმაცია, ამაზე გუშინ გასაგებად გითხარით და დღესაც შემიძლია გავიმეორო, როდესაც იქნება სრული სურათი, გამოქვეყნდება შუალედური შედეგები. მაშინ იქნება უფრო დეტალური ინფორმაცია. ეს არის გამომძიებლების ტაქტიკის და ტექნიკის გათვალისწინებით მათი გადაწყვეტილების შედეგი. ამ ეტაპზე რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ ვიდრე სრულ სურათი არ იქნება, შუალედური შედეგებიც არ იქნება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner