logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და გურიის რეგიონის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

28 ივნისი. 2017. 16:44



გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სსიპ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და გურიის რეგიონის ხელმძღვანელობას შორის, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაზე განიხილეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში არსებული მიმდინარე პროექტები. მოხდა ამავე სამსახურსა და გურიის მხარის თანამშრომლობის შედეგად არსებული სტატისტიკური მონაცემებისა და ინოვაციური ჯგუფის მუშაობის გაცნობა, რომელიც ვეტერანებს სოფლის მეურნეობისა და ამ მიმართულებით ბიზნესის წამოწყების საკითხებში ხელს უწყობს.


შეხვედრას დაესწრნენ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი, ამავე სამსახურის წარმომადგენლები და ვეტერანების სამსახურთან არსებული სათათბირო - საკონსულტაციო ჯგუფის წევრი დოდო გუგეშაშვილი.


Description: https://scontent-sof1-1.xx.fbcdn.net/v/t35.0-12/19576485_1583663831697867_592424519_o.jpg?oh=a11ead22080681ff6afae9d5c2bd71df&oe=5956E0D2


Description: https://scontent-sof1-1.xx.fbcdn.net/v/t35.0-12/19532462_1583664001697850_661284034_o.jpg?oh=07c25c06e33331f660afcf35471aa759&oe=59561A15


Description: https://scontent-sof1-1.xx.fbcdn.net/v/t35.0-12/19532473_1583664228364494_1573640347_o.jpg?oh=721dee4c6d194e49bb08c74cf99cf981&oe=5955D3DB


Description: https://scontent-sof1-1.xx.fbcdn.net/v/t35.0-12/19576590_1583664255031158_247460159_o.jpg?oh=ebad63bf982c9b160c6e187adef9f72a&oe=5955BD46




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner