logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: გიორგი კვირიკაშვილი ბუნებით ლიდერია, სერიოზული შედეგები გვაქვს!
- +

8 აპრილი. 2016. 04:18


 

„პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ კმაყოფილია, რეალობას მოწყვეტილია. თვითკმაყოფილები ვერ ვიქნებით, მაგრამ ქვეყნის პერსპექტივების მისაღწევად რომ ძალიან ბევრი რამ კეთდება, ფაქტია", - ამის შესახებ გადაცემა 200-ში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.


დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ამას ხედავს. კვირიკაშვილი ბუნებით ლიდერია. მისი ხელმძღვანელობით, ყველა მიმართულებით ახალი ენერგია შემოვიდა. რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, სერიოზული შედეგები გვაქვს. საფუძველი უკვე ჩაყრილია და ქვეყანას სერიოზული მომავალი აქვს. მოსახლეობა ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მომტან ბევრ სიახლეს უნდა ელოდეს. ამ პროცესში კვირიკაშვილის როლი ძალიან დიდია",- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.


მისივე თქით, ქართულ პოლიტიკურ კულტურას ერთგვარი ვირუსი შეეყარა, თუ ხელისუფლება არ აკრიტიკე, პოლიტიკური მომავალი არ გაქვს.

 

ეს ერთგვარ მოდად იქცა. ოპოზიციას ხელისუფლების მიერ მიღწეული შედეგების აღიარება უჭირს. მეტიც, დანაშაულად მიაჩნია. ეჭვი მაქვს, რომ ხშირ შემთხვევაში მოცემულობის გააზრებაც უჭირს. დაე, ყოველთვის ცუდი იფიქრონ. მთავარია, კარგი გავაკეთოთ. ესაა მართალი ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებასთან ფარულ პოლიტიკას არ აწარმოებს. 2012 წელს დაპირებებს სახელმწიფოზე დაკვირვების ფონზე ვიძლეოდით, რადგან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან არანაირი წვდომა არ გვქონდა, მაგრამ პასუხისმგებლობას თითოეულ დაპირებაზე ვიღებთ. რეჟიმთან ბრძოლაში შესვლისა და მძიმე რეალობაში მუშაობის მიუხედავად, მაქსიმუმის გაკეთება შევძელით. დაპირებების 80 % უკვე შევასრულეთ, დარჩენილ 20 %- კი, არჩევნებამდე ამოვწურავთ. ის პრაქტიკა, როცა ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა და სახელმწიფო მანქანა საკუთარი ხალხისა და პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ ორგანიზაციად იყო გადაქცეული, წარსულს ჩაბარდა. ოპონენტებს ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ და გამოგონილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე გვესაუბრებიან. ჩვენს მიერ ჩატარებულ არც ერთ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსი არ გამოგვიყენებია, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებითაც დასტურდება",-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner