logo_geo
eng_logo
შალვა კიკნაველიძემ ზესტაფონში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
- +

28 ივნისი. 2017. 21:55


 

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტში რამდენიმე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს. მათ შორის ისეთ უბნებში, სადაც გზის პრობლემა მოსახლეობას რამდენიმე ათეული წელია აწუხებთ. პარლამენტის წევრი 300 არაგველისა და მაზნიაშვილის ქუჩის მცოვრებლებსაც გაესაუბრა და მათ უახლოეს მომავალში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


შალვა კიკნაველიძის განცხადებით, მიმდინარე წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საკმაოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოებია დაგეგმილი.


„მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ხდება როგორც ქალაქის ასევე სოფლის გზების ბეტონისა და ასფალტის საფარით მოწყობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ უბნებს სადაც მოსახლეობას გზის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებთად. ამჟამად სამუშაოები მოვინახულეთ მაზნიაშვილისა და 300 არაგველის ქუჩებზე. დარწმუნებული ვარ, შემოდგომის ბოლოს ინფრასტრუქტრულად უფრო გამართული და კეთილმოწყობილი რაიონი გვექნება", - განაცხადა კიკნაველიძემ.


300 არაგველისა და მაზნიაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს. ქუჩების რეაბილიტაციაზე 306 891 ლარია გამოყოფილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner