logo_geo
eng_logo
Black Sea Arena-ზე ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება
- +

29 ივნისი. 2017. 00:02



23 ივლისს ურეკში, Black Sea Arena-ზე ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება.


„ზაფხულის დღესასწაული",  - ასე ეწოდება შოუს, რომლითაც ქეთი მელუა ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება.


ქეთი მელუას აკომპანირებას გაუწევს ინგლისური ბენდი  (Tim Harries - ბასგიტარა, Mark Edwards - კლავიში, Simon Lea - დასარტყამი ინსტრუმენტი, Paul Sayer - გიტარა). სპეციალური მოწვევით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გორის ქალთა კაპელა.


ამასთან, შშმ პირთა ბილეთი ითვალისწინებს ერთი თანმხლები პირის დასწრებას კონცერტზე. თანმხლები პირი ისარგებლებს შშმ პირის მიმდებარედ განთავსებული ადგილით.


ქეთი მელუას კონცერტი Check in Georgia-ში ფარგლებში გაიმართება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner