logo_geo
eng_logo
რუსთავში მეხი ჩამოვარდა
- +

29 ივნისი. 2017. 00:46


რუსთავში მეხი ჩამოვარდა. როგორც „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ წუთებში, ელექტროენერგია არ მიეწოდება მეგობრობისა და ფალიაშვილის ქუჩების ნაწილს.


ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვა მეხის ჩამოვარდნას უკავშირდება.


რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე სხვა დაზიანებების შესახებ შეტყობინება, ჯერჯერობით, არ შესულა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner