logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: გავრცელებული ინფორმაცია ზაჰესის ხიდის ჩამონგრევის შესახებ არის ტყუილი!
- +

29 ივნისი. 2017. 03:09


 

მერიის წარმომადგენელი საკრებულოში ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გააზიარეთ!

 

გავრცელებული ინფორმაცია ზაჰესის ხიდის ჩამონგრევის შესახებ არის ტყუილი.

 

ხიდი ტექნიკურად სრულად გამართულია, საგზაო მოძრაობა კი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, დაცულია უსაფრთხოების ზომები.

 

ზაჰესის ხიდის მშენებლობის დასრულებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის შედეგად ხიდთან მისასვლელი გზის სავალი ნაწილი დაზიანდა და არა თავად ხიდი, კერძოდ, ღვარცოფმა გაარღვია ჯებირი და ჩამოშალა მიწა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზის დაზიანებულ მონაკვეთზე საყრდენი კედლის მშენებლობა, რაც სამუშაოების თანმდევი პროცესია.

 

გვსურს მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას და ნუ წარმართავენ წინასაარჩევნო კამპანიას მოსახლეობისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების გზით", - წერს აბესაძე.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner