logo_geo
eng_logo
მსჯელობა თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის დაფუძნების თაობაზე
- +

19 თებერვალი. 2016. 18:33


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაგაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის დაფუძნების თაობაზე იმსჯელეს.


როგორც სხდომაზე აღინიშნა, „თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასის" საქმიანობის ძირითადი მიმართულება თბილისის კულტურულ სივრცეში თანამედროვე ბალეტის დანერგვა და მასში პროფესიონალ და დამწყებ მოცეკვავეთა ჩართვა, ასევე ახალგაზრდა მოცეკვავეთა შემოქმედებითი მოტივაციის გაზრდა იქნება.


ამასთან, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საგანმანათლებლო პროექტებისა დასამუშაო შეხვედრების, მასტერკლასების განხორციელებას, საზღვარგარეთ თანამედროვექართული ბალეტის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით კი როგორც საგასტროლოტურნირების დაგეგმვას, ასევე მსოფლიოში მოღვაწე თანამედროვე ქორეოგრაფებისმოწვევას.


განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განცხადებით,საქართველოში ამ დრომდე არ არსებობდა სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამა,რომელიც თანამედროვე ხელოვნების ამ მიმართულების განვითარება-პოპულარიზაციასშეუწყობდა ხელს.


„თბილისის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი პროგრამა დედაქალაქში თანამედროვე ხელოვნების შექმნასა და განვითარებას ისახავს მიზნად, რაც თანამედროვე კულტურის მრავალსახეობის და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებითაამნიშვნელოვანი", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.


განათლებისა და კულტურის კომისიის წევრებთან ერთად სხდომას თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი და დასის დაფუძნების წინადადების ავტორი ბალერინა მარიამ ალექსიძე ესწრებოდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner