logo_geo
eng_logo
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ გურიისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 130 სახლი შეისყიდა
- +

29 ივნისი. 2017. 11:16



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით გურიისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრები 130  ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდა.



დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა იმერეთისა და გურიის რეგიონებში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერა.



ბოლო ოთხი წელია მოქმედებს ეკომიგრანტების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროექტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გაჩერებული იყო. ისეთ ოჯახებში ვიყავით, რომლებსაც ღამეები არ ეძინათ იმის შიშით როდის ჩამოინგრეოდა მათი სახლი. დღესმათ საკუთარი საცხოვრებელი სახლები  და მიწის ნაკვეთები აქვთ. ამ ადამიანებს გაუჩნდათ არა მხოლოდ უსაფრთხო საცხოვრებელი, არამედ გაუჩნდათ კარგი შემოსავლის წყაროც", - განაცხადა სოზარ სუბარმა.



ეკომიგრანტი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში,  კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის მაქსიმალური რაოდენობა 25 000 ლარს შეადგენს. 



2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე  400-მდე სტიქიით დაზარალებულ ოჯახს შეუსყიდა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner