logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

8 აპრილი. 2016. 10:15


შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული დავით ჟ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, თბილისში, საირმის ქუჩაზე დააკავეს.



სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „ჩე-ზე"-ს ტიპის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.


დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner