logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს 15 წევრი ქვეყანა ავღანეთში დამატებით ძალებს გააგზავნის
- +

29 ივნისი. 2017. 12:30



NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს 15 წევრი ქვეყანა ავღანეთში დამატებით ძალებს გააგზავნის.


სტოლტენბერგის თქმით, ეს ძალები არასაომარ როლს შეასრულებენ.


შემიძლია დავადასტურო, რომ NATO აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას ავღანეთში. NATO-15-მა წევრმა ქვეყანამ უკვე განაცხადა დამატებითი ძალების გამოყოფის შესახებ", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.


სტოლტენბერგის განცხადებით, საუბარი არ მიდის საომარი მისიის შესრულებაზე, არამედ ავღანეთის ეროვნული ძალების მომზადებასა და დახმარების გაწევაზე.


მთავარი აქცენტი გაკეთებული იქნება ავღანეთის სპეცდანიშნულების ძალებისა და ავიაციის განვითარებაზე, ასევე სარდლობისა და კონტროლის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner