logo_geo
eng_logo
ე.წ. ციანიდის საქმეზე ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება
- +

29 ივნისი. 2017. 13:48



ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოში ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის პაატა მეხრიშვილის განცხადებით, ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება იმ წერილთან დაკავშირებით, რომელშიც ის ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის აგენტობაზე მიუთითებს.


ირაკლი ფირცახალავამ საჯაროდ განაცხადა, რომ ირაკლი მამალაძე არის აგენტი პროვოკატორი და მას როგორც აგენტს და პროვოკატორს არაერთ საქმეში მიუღია მონაწილება.

 

ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე რომ ირაკლი ფირცხალავა დაიკითხოს მოწმის სახით, სასმართლომ გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა და ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება როგორც დაცვის მოწმე. მისი დაკითხვა მოხდება მას შემდეგ რაც ბრალდბის მხარე ამოწურავს ბრალდების შუამდგომლობების განხილვის პროცესს", - განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner