პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„კონსტიტუციის მიმართ რომ უკვე რადიკალურ პოზიციაზე გადავიდა და კონსენსუსზე კი არა, საკუთარი პოზიციის გატანაზე იბრძვის, ეს ერთია. მაგრამ, აქ კიდევ უფრო გამაოცებელი ნაბიჯი გადადგა პრეზიდენტმა: პირდაპირ უცხოელებთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, უმაღლეს მოსამართლეებთან პრეზიდენტმა ჩვენი ევროპულ ღირებულებები, საქართველოს სანდოობა და მისი დემოკრატიულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა... მე პირადად შეურაცხყოფილი ვარ!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაპირისპირება ევროპულ ფასეულობებთან საქართველოშიც მიმდინარეობს.