პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულ გიორგი მამალაძის მხრიდან კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა, რომ თითქოს მას ირაკლი მამალაძემ გადასცა იარაღი.
მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ირაკლი მამალაძეს შემხებლობა არ ჰქონია ცეცხლსასროლ იარაღთან.
პროკურორის განცხადებით, ლილი გელაშვილმა დაკითხვისას ისაუბრა იმის შესახებ, რომ მასთან ირაკლი მამალაძე მივიდა კონსულტაციის მიზნით და განუცხადა, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე დაინტერესებული იყო კალიუმის ციანიდის შეძენით.
„აღნიშნულთან დაკავშირებით ლილი გელაშვილმა გაუწია კონსულტაცია ირაკლი მამალაძეს, რის შემდეგაც რამდენჯერმე შეხვდა იგი გიორგი მამალაძეს და მოხდა აუდიო და ვიდეოჩაწერა. ამის შემდეგ ირაკლი მამალაძემ მიმართა პროკურატურას", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.