logo_geo
eng_logo
ახალი სკანდალური დეტალი ლაფანყურის სისხლიან საქმეში
- +

29 ივნისი. 2017. 18:06


გაზეთი „ასავალ-დასავალი" აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ახალი სკანდალური დეტალი ლაფანყურის საქმეში" სადაც ნათქვამია, რომ ჩეჩენმა ისლამისტმა მუჰამედ იბრაგიმოვმა, რომელიც ე.წ. ლაფანყურის ჯგუფის მეთაური იყო, ავსტრიაში გამართულ სასამართლოზე განაცხადა, რომ ჩრდილოკავკასიელების რაზმში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო ჩანერგილი.

 

„ლაფანყურის საქმის" ერთი ზესკანდალური დეტალი რამდენიმე დღის წინათ ევროპაში გასკდა - ავსტრიელი სამართალდამცავების მიერ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულმა 38 წლის ჩეჩენმა ისლამისტმა მუჰამედ იბრაგიმოვმა, რომელიც ე.წ. ლაფანყურის ჯგუფის მეთაური იყო, სასამართლოზე განაცხადა - ჩრდილოკავკასიელების რაზმში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ვიყავი ჩანერგილი და მათ დავალებას ვასრულებდიო.

 

ავსტრიის სასამართლოს წინაშე იბრაგიმოვის ეს აღიარება სერიოზულად აძლიერებს მოარულ ხმებს იმის შესახებ, რომ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები სააკაშვილი ხელისუფლებამ ლაფანყურში რუსული სპეცსამსახურების თხოვნით ჩახოცა", - ნათქვამია სტატიაში. 


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner