logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში შესაძლოა არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს
- +

8 აპრილი. 2016. 11:16


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში შესაძლოა არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს.



მე მგონი, არავისთვის არ უნდა იწვევდეს კითხვის ნიშანს, რატომ 8 ოქტომბერი. ამაზე ვიმსჯელეთ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ოქტომბრის ბოლოსკენ გადავწევდით თარიღს, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება მეორე ტურამდე მისვლას, შესაძლოა, ეს იყოს მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში პრობლემა საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით. ამიტომ ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო 8 ოქტომბერი. ასე რომ, ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner