logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: გვარამია ისევ პრაკურორი რომ ყოფილიყო, მთელს რაიონს დაიჭერდნენ!
- +

29 ივნისი. 2017. 21:42


 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მერობის ერთ-ერთი კანდიდატის პრესსამსახური, 9-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში რომ მოთქვამს, ცოცხალი კაცის ნაცვლად, სხვა დაკრძალესო, იქვე ის ამბავიც რომ "ჩაეკვეხებინათ", მაგათი გენერალური დირექტორის, მთავარი პრაკურორობის დროს რომ მოხდა, ურიგო არ იქნებოდა:

 

ორი ადამიანი, თანამეინახის მკვლელობისთვის გაასამართლეს და 6 თვის შემდეგ, "მოკლული" სასამართლოში გამოცხადდა - ცოცხალი ვააარო! და იმ თქვენმა გენერალურმა დირექტორმა "მკვლელებს" ცრუ ჩვენებისთვის "სროკი" დაუმატა, ის ცოცხალი ადამიანი კი დანაშაულის დაფარვისთვის დაიჭირა.

 

წყაროს მოსაძებნად შორს არ მოგიწევთ წასვლა. ნიკა გვარამია მანდვეა შენობაში, მე უნდა გასწავლოთ სიჟეტის გაკეთება? „იმედის" და „საზმაუს" ჟურნალისტებმა მომაბეზრეს თავი, უნიჭო მასალებით და ახლა თქვენც დამემატეთ კიდე.

 

ისე რა ბეწვზე არიან სამტრედიელები გადარჩენილნი, თორე გვარამია ისევ პრაკურორი რომ ყოფილიყო, მთელს რაიონს დაიჭერდნენ!" - წერს გაბრიჭიძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner