მოსკოვის სამხედრო სასამართლოზე, ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ბორის ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი ოფიცერი ზაურ დადაევი და მასთან ერთად კიდევ 4 ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
გამოძიებას მიაჩნია, რომ ჩეჩნური სამხედრო ბატალიონის Север-ის ყოფილი ოფიცერი ზაურ დადაევი მკვლელობის უშუალო შემსრულებელია, თუმცა მას ჰყავდა თანამზრახველებიც ანზორ და შადიდ გუბაშევები, თამერლან ესკერხანოვი და ხამზატ ბახაევი.
ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს კრემლის მახლობლად, სეირნობის დროს მოკლეს.