როდესაც „ნაციონალები" ლაპარაკობენ კორუფციაზე, უნდა იცოდეთ, რომ ძალიან დიდ ვირეშმაკობასთან გვაქვს საქმე. ამ დღეებში თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამაც კი გაიდო ენა მხარზე და სხვის კორუმპირებულობაზე დაიწყო ტლიკინი. ახლა კი ვნახოთ ერთი ფრაგმენტი კორუფციისა, რომლის შემოქმედიც გახლდათ პირადად მიხეილ სააკაშვილი.
ტელეკომპანია „პიკში" მოწვეული ე.წ. სპეციალისტების ხელფასები:
ივანნა მელაი - 10 000 აშშ დოლარი თვეში;
მატვეი განაპოლსკი - 4 000 ევრო თვეში;
ზურაბ კოდალაშვილი - 20 539 ლარი თვეში;
ეკატერინე კოტრიკაძე - 9 250 ლარი თვეში;
რობერტ პარსონსი, გენერალური დირექტორი, თვიური ხელფასი 38 989 ლარი;
დევიდ ჩეტერი, გენერალური დირექტორის მოადგილე, თვიური ანაზღაურება 29 341 ლარი;
მელანი ანსთეი, ასევე გენერალური დირექტორის მოადგილე, ბიუჯეტიდან მისი შრომის ანაზღაურებაზე თვეში იხარჯებოდა 29 341 ლარი.
***
სოფო ნიჟარაძის კლიპი - „მე მიყვარს ბათუმი", 2011 წელს, პრეზიდენტის ფონდიდან 200 680 ლარით დაფინანსდა. ვიდეო-კლიპის „ბესამე მუჩოს" შესაქმნელად და დასამზადებლად, 76 ათასი ლარი დაიხარჯა.
ქუთაისის შესახებ ვიდეოკლიპი სამეგრელოს, ლაზიკისა და ბათუმის ვიდეოკლიპების მსგავსად, პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყო და 114 ათას 815 ლარი დაჯდა.
ვიდეოკლიპი - „მე მიყვარს სამეგრელო", ასევე პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა და მის შექმნაზე 127 830 ლარი დიხარჯა, ხოლო „ლაზიკას" საიმიჯო კლიპი 48 640 დაჯდა. ორივე კლიპში პრეზიდენტის მეუღლე, სანდრა რულოვსი მონაწილეობს.