დაბა ჩაქვში ზღვაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა მდინარე ჩაქვისწყლისა და ზღვის შესართავთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, წყალში და-ძმა, 8 წლის ბიჭი და 17 წლის გოგო შევიდნენ, რა დროსაც მოზარდები დინებამ წაიღო.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის დროს მაშველები ახლოს იმყოფებოდნენ და ადგილზე მალევე მივიდნენ, თუმცა მათ მხოლოდ 8 წლის ბიჭის გადარჩენა მოახერხეს.
17 წლის გოგოს ცხედარი ზღვიდან მყვინთავებმა ამოიყვანეს. ის პროზექტურაშია გადასვენებული.