პარიზში მამაკაცმა მეჩეთის წინ მდგარი ხალხისთვის მანქანის დაჯახება სცადა. შემთხვევა პარიზის გარეუბანში, კრეტეიში მოხდა.
მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია, თუმცა თავდასხმის მოტივი უცნობია. მათივე ინფორმაციით, მამაკაცმა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან მეჩეთის გარშემო ბარიერებია დამონტაჟებული.
გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, მამაკაცმა განაცხადა, რომ შურისძიება სურდა „ისლამური სახელმწიფოს" მიერ მოწყობილი იმ თავდასხმების გამო, რომლებმაც ბოლო წლებში პარიზში ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა.